თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააძლიეროს მისი პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევა ცხინვალში დაპატიმრებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად და შეიმუშავოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო ეფექტიანი პოლიტიკა.
„სამწუხაროდ, კონფლიქტის რეგიონებში ადამიანის უფლებათა პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში სათანადოდ ინსტიტუციონალიზებული და გაწერილი არ არის. მათ შორის, კონფლიქტების მრავალწლიანი გამოცდილების მიუხედავად, ამ დრომდე არ გვაქვს კონფლიქტის რეგიონებში მოქმედი საერთაშორისო მექანიზმები, რომელიც ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგის, რეაგირებისა და პრევენციის ქმედითი ინსტრუმენტები იქნება. ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკაში სათანადოდ არ არის დანახული დე-ფაქტო მთავრობებთან კომუნიკაციისა და მოლაპარაკების რესურსი, რაც ადამიანის უფლებების, უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული დაცვის საკითხებზე რეგულარული დიალოგისა და მუშაობის ფორმატი იქნებოდა“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)