თბილისი. სახალხო დამცველის ინფორმაციით, 7 მაისს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებიდან 7 წელი გავიდა.
„ამ პერიოდში გაუმჯობესდა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონმდებლობა; რიგ შემთხვევებში, საჯარო უწყებებმა თუ კერძო კომპანიებმა გაითვალისწინეს შიდა რეგულაციების და პოლიტიკის დაგეგმვისას თანასწორობის პრინციპი; გაიზარდა სახალხო დამცველის მიერ თანასწორობის საკითხებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი. ამ წინსვლის შედეგად, არაერთმა ქალმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირმა, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა, ლგბტ+ თემის წევრმა თუ სხვა დაუცველი ჯგუფის წარმომადგენელმა შეძლო დარღვეული უფლებების აღდგენა.
თუმცა, სამწუხაროდ მიღწეული შედეგები ფრაგმენტულია და სახელმწიფოს ერთიანი პოლიტიკიდან არ გამომდინარეობს“, ნათქვამია ომბუდსმენის ვებგვერდზე.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)