თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) გთავაზობთ ანა დიაკონიძის სტატიას: „დასაქმების პრობლემები მონოინდუსტრიულ ქალაქებში“ კრებულიდან - „ექსტრაქტივისტული გადაკვეთები პოლიტიკა, ეკოლოგია და სოციალური ველი“.
„ჯორჯიან მანგანეზი“ არა მარტო ჭიათურაში, არამედ მთელი ქვეყნის მასშტაბითაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია. ადგილობრივი მცირე ბიზნესების მუშაობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მანგანუმის წარმოებაზე, რადგან „ჯმ“-ს მიერ გაცემული ხელფასები საფუძვლიანად ამყარებს ადგილობრივ ეკონომიკას. აღსანიშნავია, რომ მანგანუმის მოპოვებას დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ქვეყნისათვის: ის ქვეყნის ექსპორტის 10%-ს შეადგენს.
თუმცაღა, ერთ დამსაქმებელზე ასეთი ძლიერი დამოკიდებულება მრავალი რისკის შემცველია. უპირველეს ყოვლისა, ეს მუშებს საკუთარი ინტერესების დაცვის საშუალებას ართმევს, რადგან არ არსებობენ კონკურენტები, რომლებსაც ისინი იმ შემთხვევაში მიმართავდნენ, თუ „ჯმ“ დამაკმაყოფილებელ პირობებს არ უზრუნველყოფდა. გარდა ამისა, ძლიერი ექსპორტის ორიენტაცია მრეწველობას დაუცველს ხდის საერთაშორისო ეკონომიკური შოკებისადმი“.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)