იმერეთი. 13 მაისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელი იმყოფებოდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 87 დღეა აპროტესტებს კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წიაღის მოპოვების შედეგად სოფლის ბუნებრივი და სოციალური გარემოსათვის მიყენებულ შეუქცევად ზიანს.
„ამ დროის განმავლობაში სახელმწიფოსა და აღნიშნული კომპანიის მხრიდან აქციის მონაწილეთა მოთხოვნების იგნორირების გამო სამმა ადგილობრივმა პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა და პირი ამოიკერა. შუქრუთის მცხოვრებთა განმარტებით კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის შედეგად გარემოს დაბინძურებამ შეუქცევადი სახე მიიღო. სოფელში ადგილობრივებისთვის ცხოვრება საფრთხის შემცველი გახდა, რადგან მათი სახლები კომპანიის საქმიანობით მიყენებული ზიანის შედეგად საცხოვრებლად უვარგისი გახდა, ასევე, მათ საკუთრებაში არსებულ მიწებს ვეღარ იყენებენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით, რის გამოც შემოსავლის გარეშე რჩებიან“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)