თბილისი. გაეროს ბავშვთა ფონდი აქვეყნებს სტატიას: რა უნდა იცოდეთ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროს, ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდეგ.
სტატიის თანახმად,
ვაქცინაციამდე უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია და გავემიჯნოთ დეზინფორმაციას. თუ რომელიმე ვაქცინაზე ალერგიული რეაქციის გამოცდილება გვქონდა, უნდა გავესაუბროთ ექიმს და მოვუაროთ თავს - დავლიოთ სითხე საკმარისი რაოდენობით, გამოვიძინოთ...
ვაქცინაციის დღეს, უნდა დავიცვათ უსაფრთხოება, გვქონდეს კომუნიკაცია ექიმთან და შევინახოთ დოკუმენტები.
ვაქცინაციის შემდეგ, მედ. პერსონალი დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში უნდა დაგვაკვირდეს, რომ მყისიერი რეაქციის შემთხვევაში დაგვეხმარონ, თუმცა მწვავე რეაქციები იშვიათია. ვაქცინაციის შემდეგ შესაძლოა გვერდითი მოვლენები აღგვენიშნოს (თავის/კუნთების ტკივილი, ტემპერატურის მატება, ნანემსარის ტკივილი...) და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ, სიმპტომები რამდენიმე დღეში თავისით გაგვივლის. ვაქცინაციის შემდეგ, იმუნიტეტის გამომუშავებას დრო სჭირდება, ამიტომაც მომთმენები უნდა ვიყოთ. ვაქცინაციის შემდეგაც აუცილებელია ნიღბის ტარება, დისტანციის შენარჩუნება, ხელების დაბანა/დამუშავება. აცრები მაღალეფექტურობით გამოირჩევა, თუმცა ჯერ კიდევ კვლევის საგანია, შესაძლებელია თუ არა დაავადება გაავრცელოს ვაქცინირებულმა, თუნდაც უსიმპტომო ადამიანმა.
წყარო: www.unicef.org
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)