თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC) საქართველოს ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროებისგან ნამახვანი ჰესის ხელშეკრულების თაობაზე მათი დასკვნების გასაჯაროებაზე უარს ადმინისტრაციული საჩივრითა და სასამართლოს გზით ასაჩივრებს.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო ინფორმაცია დაუყოვნებლივ, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში 10 დღის ვადაში უნდა გაიცეს, არცერთი სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაცია არ მიგვიღია.
საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ჩვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მივმართეთ; ამასთან, საქართველოს ფინანსთა მინისტრისგან საჯარო ინფორმაციის გაცემა ადმინისტრაციული საჩივრითაც მოვითხოვეთ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: socialjustice.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)