თბილისი. კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დროულად დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე მუშაობა. ასევე, უზრუნველყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კვალიფიციური და სანდო კადრებით დაკომპლექტება.
„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთ საკვანძო საკითხს მართლმსაჯულების ამბიციური რეფორმა წარმოადგენს. შეთანხმების პირობების კეთილსინდისიერად შესრულება მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით პოლიტიკური პროცესების სტაბილურობისა და არსებული მრავალშრიანი კრიზისის მძიმე ეფექტების შესამცირებლად. ამავდროულად, ხელშეკრულებაში გაწერილ თითოეულ პუნქტზე მუშაობა უნდა წარიმართოს მაღალი საზოგადოებრივი ჩართულობით და პოლიტიკური აქტორების ურთიერთპატივისცემით, რაც ასევე არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)