თბილისი. 1 ივნისს ადამიანის უფლებათა ცენტრმა საკანონმდებლო წინადადებით საქართველოს პარლამენტს მიმართა.
„საკანონმდებლო წინადადება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებს შეეხება, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი სასამართლო ამავდროულად შეაფასებს პასუხისგებაში მიცემული პირის დაკავების კანონიერებას“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)