აჭარა. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს ყოფილი წევრის, ნუკრი დოლიძის კომპანიებმა „ბონდი 2009”-მ და „მონოლითი 2005”-მა ბოლო 10 წელიწადში სახელმწიფო შესყიდვებიდან 130 მილიონამდე ლარი მიიღეს.
„2 შემთხვევაში შემსყიდველი ბათუმის მერია და მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურის ა(ა)იპი, 55 შემთხვევაში კი აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტია ნუკრი დოლიძე ძმასთან, მერაბ დოლიძესთან და შვილთან, ლევან დოლიძესთან ერთად ბათუმსა და ხელვაჩაურში 61 000 კვადრატულ მეტრზე მეტ უძრავ ქონებას ფლობს.
მოვუწოდებთ:
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაიწყოს მოკვლევა იმ უკონკურენტო ტენდერებთან დაკავშირებით, რომლის შედეგად აღნიშნულ კომპანიებს მრავალმილიონიანი სახელმწიფო ხელშეკრულებები გაუფორმდათ;
ბათუმის მერიას, ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს, ასევე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მაქსიმალურად უზრუნველყონ კონკურენტული გარემო სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას;
საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს ლევან დოლიძის მიერ 2021 წელს წარდგენილი ქონებრივი დეკლარაცია და მოკვლევის შედეგები საზოგადოებას გააცნოს“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)