თბილისი. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ინფორმაციით, საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო დღეს სოციალური კოდექსის შემუშავების დაწყებას აანონსებს.
„ამ ფონზე კიდევ უფრო აქტუალური ხდება ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა (EPRC) და USAID/Georgia-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (USAID Good Governance Initiative in Georgia - GGI) ერთობლივი პლატფორმის ფარგლებში ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული „სოციალური დაცვის სისტემის განვითარების სტრატეგიული ხედვა“.
დოკუმენტი მოიცავს ავტორთა შორის შეჯერებულ ძირითად დებულებებს, რომელთაც, ჩვენი აზრით, უნდა დაემყაროს ქვეყნისა და საზოგადოებისათვის ოპტიმალური სოციალური დაცვის მოდელის შექმნა“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)