თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, 2021 წლის ივლისში კორუფციასთან მებრძოლთა საგანმანათლებლო სასერტიფიკატო პროგრამის მეორე სასწავლო წელი დასრულდა.
„პროგრამა მიმდინარეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებთა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ბაზაზე. პროგრამის ფარგლებში შეთავაზებული იყო ორი სასწავლო კურსი ბაკალავრიატის, ხოლო ორი სასწავლო კურსი მაგისტრატურის საფეხურზე სტუდენტებისა და კონკურსის წესით შერჩეული სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, საჯარო და კერძო უწყებებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისათვის“.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)