en
ge

სსო მეტრის ფარგლებში რეგიონული ჰაბი შეიქმნა

სსო მეტრის ფარგლებში რეგიონული ჰაბი შეიქმნა

თბილისი. აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყნის 20–ზე მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია, სსო მეტრის ფარგლებში, სულ ახლახანს შექმნილ, რეგიონულ ჰაბში გაწევრიანდა.

იგი პროექტის „სსო მეტრი - ხელსაყრელი გარემოს შექმნისა და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერების“ ფრაგელბში შეიქმნა, როგორც საერთო ინტერესების მქონე რეგიონული გაერთიანება. რომელიც ხელს შეუწყობს გამოცდილების, ცოდნის გაზიარებას, ახალი კონტაქტების დამყარებას და ა.შ. ჰაბის მიზანია საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით წვლილი შეიტანოს მონიტორინგისა და ადვოკატირების პროცესში, რაც სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. 

საქართველოდან ჰაბს შეურდნენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI). 

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ორგანიზაციების მიერ არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) ხელძღავენელობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პარტნიორი ორიგანიზაციებია: საერთაშორისო გამჭვირვალობა სომხეთში (TIAC), შპს MG ქონსალთინგი (აზერბაიჯანი), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI, საქართველო), პრომო-ლექს ასოციაცია (მოლდოვა), უკრაინის დამოუკიდებელი პოლიტიკური კვლევების ცენტრი (უკრაინა).

წყარო: https://civilin.org


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)