თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, 28 ივნისს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელთა მიზანიც საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესება იყო.
სამუშაო პროცესი რამდენიმე თვეს გაგრძელდა და დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში, ასევე, აისახა პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებული შეთანხმებით (ე.წ. „შარლ მიშელის დოკუმენტი“) გათვალისწინებული დებულებებიც.
ორგანიზაცია მთლიანობაში დადებითად აფასებს განხორციელებულ ცვლილებებს, თუმცა, ასევე, არის რამდენიმე საკითხი, რომელსაც პრობლემურად მიიჩნევენ.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)