თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები კლანისა და ხელისუფლების გარიგების შედეგად დაინიშნენ.
„მიუხედავად კანდიდატების კომპეტენციასთან და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებული კითხვებისა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კონკურსის მონაწილეთა ნაწილს რეკომენდაცია გაუწია. თავის მხრივ პლენარულმა სესიამ სრულად გაიზიარა რეკომენდაციები და თანამდებობაზე 6 მოსამართლე დანიშნა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ისიც რომ თანამდებობაზე გამწესდნენ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის - კლანისადმი ლოიალური პირები და მათი ლიდერები. გადაწყვეტილება არ დაეფუძნა პარტიათა შორის ფართო კონსენსუსს, რაც მომავალში უარყოფითად აისახება სასამართლოს მიმართ ნდობაზე“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)