თბილისი. საქართველოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების ნაწილი პარლამენტის თავმჯდომარეს - კახა კუჭავას წერილით მიმართავენ.
„ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და აქტივისტები მრავალი წელია ვიბრძვით გენდერული თანასწორობისათვის. 2021 წლის 18 ივლისს შალვა პაპუშვილის და ირაკლი ზარქუას მიერ პოლიტიკოსი ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობა აზრს უკარგავს თანასწორობისთვის ბრძოლაში მიღწეულ წარმატებას.
მიუღებელია პარლამენტის თავმჯდომარის დუმილი და უმოქმედობა აღნიშნულ პრობლემაზე, უფრო მეტიც, ეს ძალადობას ახალისებს. მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი ადეკვატური რეაგირებისათვის, რათა მოძალადე პარლამენტის წევრებმა - შალვა პაპუაშვილმა და ირაკლი ზარქუამ, სათანადო პასუხი აგონ ქალი დეპუტატების მიმართ გამოვლენილი შეურაცხმყოფელი და ძალადობრივი ქმედებების გამო“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)