თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ გამოკვლევით, მაჟორიტარობის 13 წლის განმავლობაში, ანზორ ბოლქვაძის ოჯახს და ახლობლებს, სახელმწიფო შესყიდვებიდან 13 მილიონ ლარზე მეტი აქვთ მიღებული.
„2020 წელს გამოქვეყნებულ ჩვენს არცერთ მოკვლევას ანზორ ბოლქვაძის საქმიანობასთან დაკავშირებით, სათანადო მიმართვების მიუხედავად, შესაბამისი უწყებებიდან რეაგირება არ მოჰყოლია. ამასთან, გამოიკვეთა ახალი გარემოებები, რომელიც კორუფციისა და ინტერესთა შეუთავსებლობის დამატებით რისკებს ავლენს.
წინამდებარე კვლევა ერთგვარად აჯამებს მაჟორიტარი დეპუტატის ოჯახის წევრების, მისი ნათესავებისა და ახლო წრის კომპანიების მიერ მისი მაჟორიტარობის დროს სახელმწიფო შესყიდვებიდან მიღებულ შემოსავალს, რაც ვფიქრობთ, გარკვეულ სურათს შექმნის დეპუტატის გავლენებთან დაკავშირებით“.
წყარო: transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)