თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებას სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის N15 ანგარიში წარუდგინა.
ეს პირველი ერთწლიანი ანგარიშია, რომელშიც შეფასებულია თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის საქალაქო და ზუგდიდი, თელავის რაიონულ სასამართლოებში მიმდინარე სხდომებზე Covid-19-ის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გავლენა.
ანგარიშში ასახულია, როგორც სასამართლო სხდომის დარბაზში დამსწრე პირთა გარეშე მიმდინარე სხდომების შედეგად გამოვლენილი ტენდენციები, აგრეთვე შეფასებულია დისტანციური სამართალწარმოების დადებითი და უარყოფითი მხარეები. შეფასებულია მხარეებისა და სასამართლოს მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილებების შესაბამისობა კანონმდებლობასთან და გაანალიზებულია ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც Covid-19-ის პანდემიამ დააყენა სასამართლო, მხარეები და პენიტენციური დაწესებულებები. შეფასებულია სისხლის სამართლის პროცესში პანდემიის გავლენით შესული ცვლილებები და მათი შედეგები. გაანალიზებულია პანდემიის შედეგად სხვადასხვა ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილებების გავლენა სამართალწარმოების პროცესზე და მოცემულია არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის საჭირო რეკომენდაციები.
ანგარიში ასახავს სისხლის სამართლის სხდომების მონიტორინგის შედეგებს 2020 წლის მარტიდან - 2021 წლის მარტის ჩათვლით პერიოდში. აგრეთვე მონიტორინგის სხვადასხვა ეტაპზე გამოვლენილ ძირითადი ტენდენციებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)