თბილისი. „ღირსეული შრომის პლატფორმა“ ეხმაურება ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას, შრომის ინსპექციის სამსახურის დახმარებით მოიკვლიოს ჰოსპიტალურ სექტორში დასაქმებული მედმუშაკების შრომისა და სახელფასო უფლებრივი მდგომარეობა.
„მიუხედავად უწყებებისგან დაგვიანებული რეაგირებისა, მივესალმებით ამ ნაბიჯს და იმედს გამოვთქვამთ, რომ მას შედეგად სამედიცინო პერსონალის შრომითი პირობების გაუმჯობესებისკენ მიმართული ქმედითი ნაბიჯები მოჰყვება“, - აცხადებს პლათფორმა, - „COVID-19-ის პანდემიამ საგრძნობლად გააუარესა მედმუშაკების (განსაკუთრებით ექთნებისა და სანიტრების) ისედაც მძიმე შრომითი პირობები. პანდემიურ მოცემულობაში ისინი დაუცველები აღმოჩდნენ. „პროფკავშირების ახალი გაერთაინების“ მონაცმებით სამუშაო მოვალეობის შესრულებისას კოვიდ-ინფექციით გარდაიცვალა 23 ექთანი, დასახელებული რიცხვი, მხოლოდ მათ ბაზაზე არსებულ მონაცემებს ასახავს. სახელმწიფოც და კერძო ჰოსპიტალური სექტორიც, რომლებიც წლების მანძილზე ორიენტირებული იყვნენ ჯანდაცვის მომსახურების საჯარო სიკეთიდან ბიზნესის მოგების ლოგიკაზე გადაყვანაზე, სრულიად მოუმზადებელი დახვდნენ კორონავირუსის პანდემიას. ეს განსაკუთრებით გამოვლინდა საკადრო და შრომის პოლიტიკაში“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)