თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრი ნამახვანი ჰესის მშენებლობის შეჩერებისა და სამშენებლო ნებართვის გაუქმების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.
ორგანიზიაციის მიერ გავრცელებული ინფორაციის მიხედვით, „მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტროს სსიპ ტექნიკური და ზედამხედველობის სააგენტომ 2020 წლის 22 აპრილს, საკანონმდებლო მოთხოვნების უხეში დარღვევებით, უსაფუძვლოდ გასცა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ მომზადებული სარჩელის მიხედვით, ნებართვის გამცემმა სააგენტომ უხეშად დაარღვია კანონის მოთხოვნები და შესაბამისი დასაბუთების გარეშე საგამონაკლისო წესით გასცა სამშენებლო ნებართვა“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)