თბილისი. 2021 წლის 23 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე „გიორგი ცერცვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამ გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სარჩელი და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სადავოდ გამხდარი ნორმატიული შინაარსი.
სადავო ნორმა საქართველოს მთავარ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ანიჭებდა უფლებამოსილებას, საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოეღო სისხლის სამართლის საქმე და გადაეცა იმ ორგანოსთვის, რომლის თანამშრომლის (პოლიციელის) მიერ კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული უფლების ხელყოფის ფაქტზე არსებობდა საფუძვლიანი საჩივარი. მოსარჩელის თანახმად, აღნიშნული უფლებამოსილება საფრთხეს უქმნიდა გამოძიების დამოუკიდებლობას და არ იყო შემოსაზღვრული სახელმძღვანელო პრინციპებით.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)