თბილისი. მაკ ჯორჯიას ინფორმაციით, წელს „მესტუმრეს“ ფარგლებში 60 მოხალისე გაერთიანდა, რომლებიც ხანდაზმულების მეგობრები და თანამოსაუბრენი გახდებიან.
„„მესტუმრეს“ მოხალისეები ერთი თვის განმავლობაში გაივლიან მრავლისმომცველსა და ინტენსიურ ტრენინგებს, რომელსაც MAC Georgia-ს ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი და სპეციალური განათლების კოორდინატორი გაუძღვებიან. ტრენინგები მოხალისეებს ყველა იმ საჭირო უნარს შესძენს, რაც პროექტის მსვლელობისას ხანდაზმულებთან ურთიერთობას სასიამოვნოსთან ერთად, ნაყოფიერსაც გახდის“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)