თბილისი. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის პრევენციისთვის შეზღუდვების შემოღების უფლებამოსილება მთავრობას 2023 წლამდე უგრძელდება.
„ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ასეთი ფუნდამენტური საკითხების გადაწყვეტა საქართველოს პარლამენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებაა. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონი კი ითვალისწინებს ამ უფლებამოსილების მთლიანად მთავრობაზე გადანდობას, რაც პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ფუნქციის შესრულებაზე უარის თქმასა და ქვეყანაში დე-ფაქტო საგანგებო მდგომარეობის დაკანონებას უტოლდება“.
ორგანიზაციის აზრით, პარლამენტი არ უნდა შემოიფარგლოს მთავრობაზე უფლებამოსილების დელეგირების ვადის ავტომატური გაგრძელებით და დეტალურად უნდა მოწესრიგდეს პანდემიის მართვის პროცესში მთავრობის უფლებამოსილების ფარგლები.
წყარო: socialjustice.org.ge
ფოტო: parliament.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)