en
ge

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებს

თბილისი. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (UN Georgia) შეშფოთებულია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ.

„2022 წლის 13 იანვარს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ახალ კანონს, რომლითაც უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და იქმნება ორი ცალკეული ინსტიტუტი: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ, რომ გადაწყვეტილება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო, დამოუკიდებელი და ავტორიტეტული ინსტიტუტის, რომელიც უფლებამოსილია გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევები და უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დაცვის ზედამხედველობა, მიღებულ იქნა დაჩქარებული წესით და ინკლუზიური და გამჭვირვალე დისკუსიების გამართვის გარეშე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესაბამისი საფუძვლისა და სახელმწიფო ინსპექტორისთვის ექვსწლიანი მანდატის ჩამორთმევის აუცილებლობის დამაჯერებელი დასაბუთების არარსებობა შემაშინებელი გზავნილია ადამიანის უფლებათა დამცველ დამოუკიდებელ ინსტიტუტების მიმართ.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოითხოვოს შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტების მოსაზრება ამ გადაწყვეტილებების საერთაშორისო სტანდარტებთან თანხვედრის შესახებ“, ნათქვამია განცხადებაში.

სრულად...

წყარო: georgia.un.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)