თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა დამცველების და აქტივისტების საარსებო სამარვლებრივი გარემოს და პრაქტიკის ანგარიშის – სსო მეტრის პრეზენტაცია გაიმართა 24 მაისს.
2021 წლის სსო მეტრის თანახმად, საქართველო საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და აქტივისტებისთვის გარემო მაქსიმალური 7 ქულიდან 4. 7 ქულით შეფასდა (კანონმდებლობა: 5.2 ქულა, პრაქტიკა 4.3 ქულა). სსო მეტრის შედეგების მიხედვით: საქართველო, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის საშუალო რისკის ქვეყანას წარმოადგენს.
ანგარიში მომზადდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (GYLA) და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის თანამშრომლობითა (IDFI) და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობით. ანგარიში განხორციელდა პროექტის – „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერების და ხელსაყრელი გარემოს შექმნის გზამკვლევის“ ფარგლებში, რომლის მხარდამჭერია არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრი (ECNL) და ევროკავშირი (EU). პროექტი აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 ქვეყანაში მიმდინარეობს.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)