თბილისი. შავი ზღვის ფონდის (Black Sea Trust for Regional Cooperation) ფინანსური და „სამართლიანი არჩევნების“ ტექნიკური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ლიდერების ახალი თაობის გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, 11-12 ივნისს, შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო განათლების ვორკშოპების კურსდამთავრებულმა ახალგაზრდა ლიდერებმა საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო კურსდამთავრებულებისთვის მიეცა საშუალება ერთმანეთისთვის გაეცნოთ პროექტში მონაწილეობის შედეგად დაგროვებული წარმატების ისტორიები.
წყარო: isfed.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)