en
ge

ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში - ანგარიშის პრეზენტაცია

ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში - ანგარიშის პრეზენტაცია

თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრმა ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

ანგარიში „ადამიანის უფლებების მდგომარეობა საქართველოში, 2022“ აფასებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და მოიცავს საკვანძო მიმართულებებს ადამიანის უფლებათა ისეთ სფეროებში, როგორიც არის: კანონის წინაშე თანასწორობა, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, სასამართლო სისტემა, ადამიანის უფლებები პენიტენციურ დაწესებულებებში, ოკუპაცია და მისი შედეგები ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე, მედიის თავისუფლების საკითხები, შშმ პირთა მდგომარეობა, LGBTQI+ პირთა უფლებები, ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის - ოჯახში ძალადობის ფაქტები, რელიგიურ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებები, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები და ა.შ.

ანგარიშის მიზანია, შეაფასოს სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებების ქმედება ადამიანის უფლებათა დაცვის ჭრილში, როგორც პოზიტიური, ასევე, ნეგატიური ვალდებულებების ნაწილში, მათ შორის - მათი რეაგირების ხარისხი უფლებების დარღვევებზე, მართლმსაჯულების ეფექტიანობა და საკანონმდებლო თუ სისტემური ცვლილებები, რაც მიმართული უნდა იყოს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებისკენ.

იხ. ანგარიში...

წყარო: hrc.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)