თბილისი. ღირსეული შრომის პლატფორმა ეხმაურება თუმანიშვილის თეატრში განხორციელებულ რეორგანიზაციასა და თეატრში დღესდღეობით არსებულ შრომით პირობებს, რომელიც უხეშად არღვევს შრომით კანონმდებლობას და უგულებელყოფს თეატრში დასაქმებულთა ინტერესებს. ასევე, პლატფორმა სოლიდარობას უცხადებს დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის გილდიას. ბრძოლას თეატრში შრომითი უფლებების დასაცავად.
თეატრში პრობლემაა:
მიმდინარე გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი რეორგანიზაციის პროცესი;
კადრების შემცირება/შტატგარეშე პოზიციაზე გადაყვანა;
არათანაბარი შრომითი ანაზღაურება/ხელფასის შემცირება;
მოკლევადიანი უკანონო შრომითი ხელშეკრულებები.
წყარო: shroma.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2022