თბილისი. ASB საქართველომ პარტნიორებთან ერთად წარმატებით განახორციელა „უკრაინელების ფულადი მხარდაჭერის პროგრამა“, რომლის მიზანია საქართველოში უკრაინელი ოჯახების დახმარება.
სექტემბერ-დეკემბრის პერიოდში (4 გადარიცხვა) ჯამში გაიცა 8,793 ფულადი ვაუჩერი, რომელმაც შეადგინა 2,066,355 ლარის ოდენობა.
ყოველთვიური ფულადი დახმარება მოხმარდა ბენეფიციარების გადაუდებელ საჭიროებებს და ითვალისწინებს სამიზნე ჯგუფებს: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ხანდაზმული ადამიანები, მრავალშვილიანი ოჯახები და მარტოხელა მშობლის მიერ მართული ოჯახები.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)