სამეგრელო. „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ზუგდიდის ოფისმა ასოციაცია „მერკურთან“ თანაორგანიზებით დისკუსია ჩაატარა.
შეხვედრის თემა იყო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მონაწილეობითი დემოკრატიის განვითარების, დაინტერესებულ მხარეებს შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის ხელშეწყობის საკითხები.
მომხსენებელმა ლაშა ტუღუშმა შეხვედრის მონაწილეებს 12 რეკომენდაციის ირგვლივ პარლამენტში მიმდინარე სამუშაო პროცესი და ასევე, მონიტორინგის მიმდინარეობაც გააცნო.
წყარო: დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)