თბილისი. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, 12 წლის მოზარდზე ძალადობის გამო დაკავებული კაცი, რომელსაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი, 21 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა.
“საქმე ეხება 2021 წლის მაისში მომხდარ ფაქტს, როდესაც ხეხილის ერთ-ერთმა მეპატრონემ ბავშვს პლასტმასის მილი დაარტყა ფეხზე, ხოლო მისმა მეუღლემ ძალით ჩამოიყვანა ხიდან, რამდენჯერმე გაარტყა სახეში ხელი, ამოარტყა პანღური და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. შემდეგ მოზარდი იძულებით გააშიშვლა წელს ზემოთ, გახადა შარვალი და ასე გაუშვა ქუჩაში”.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
ფოტო: მზია საგანელიძე/RFE/RL
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)