en
ge

თანასწორობა და ინკლუზია: შეხვედრების ციკლი ახალგაზრდებთან

თანასწორობა და ინკლუზია: შეხვედრების ციკლი ახალგაზრდებთან

კახეთი. გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გასულ კვირას, შეხვედრა გამართა ყვარლის მუნიციპალიტეტში ხუთი სხვადასხვა სკოლის ასამდე მოსწავლესთან.

„ახალგაზრდებთან ერთად ვისაუბრეთ განათლების უფლების რეალიზებაზე საქართველოში, ამ მხრივ უმცირესობათა უფლებების დაცვაზე და დემოკრატიის მშენებლობაში ახალგაზრდების ჩართულობაზე.

თემატური ფოტო-გამოფენით „მრავალფეროვნების სახეები” ყვარლის ევროკლუბს ვესტუმრეთ სადაც საინტერესო შეხვედრა გვქონდა ადგილობრივ ახალგაზრდებთან. გავეცანით მათ არაჩვეულებრივ ინიციატივებს ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიის საკითხებთან დაკავშირებით.

მარნეულის, თეთრიწყაროს, ახალციხის და ყვარლის შემდეგ, ახალგაზრდებთან შეხვედრები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გაგრძელდება. შეხვედრების ციკლი ხორციელდება ნორვეგიისა და შვედეთის ხელშეწყობით, UNDP-ის მიმდინარე პროექტების ფარგლებში, რომლებიც გენდერულ თანასწორობას, უმცირესობათა უფლებების დაცვასა და სოციალურ ინკლუზიას ემსახურება“.

სრულად...

წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)