თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ეხმიანება საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს.
13 ივნისს საქართველოს პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.
„„ქართული ოცნების“ მიერ ცვლილებების მიღების გაცხადებული მიზანი, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება იყო, თუმცა ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად, კანონპროექტი ვერ ასრულებდა მართლმსაჯულების შესახებ რეკომენდაციას.
სწორედ ამიტომ:
მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს კანონი დაჩქარებული წესით დასკვნის მისაღებად წარუდგინოს ვენეციის კომისიას;
მოვუწოდებთ პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენონ კონსტიტუციური მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად კანონში მართლმსაჯულების ფუნდამენტური რეფორმის ასახვას“, ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)