en
ge

ბათუმის ახალი მეჩეთის საქმე

ბათუმის ახალი მეჩეთის საქმე

აჭარა. ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდი, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი და სოციალური სამართლიანობის ცენტრი ბათუმის ახალი მეჩეთის საქმეზე განცხადებას ავრცელებენ.

„ქალაქ ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული 2017 წელს დაწყებული სასამართლო საქმე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ სააპელაციო სასამართლოს ხელახლა განსახილველად დაუბრუნა. მეჩეთის მშენებლობის კანონიერი მოთხოვნა კი მუსლიმი მოსახლეობის მრავალწლიანი საჭიროებიდან გამომდინარეობს და ამ დრომდე გადაუჭრელ საკითხად დგას.

საყურადღებოა, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არაერთ პრობლემურ მსჯელობას შეიცავს, რაც არა მხოლოდ მუსლიმთა ფუნდამენტური უფლებების რეალიზებას აფერხებს, არამედ რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის უფლების სტანდარტის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს. გარდა ამისა, ამ გადაწყვეტილებით, 7 წლის განმავლობაში გაჭიანურებული სასამართლო განხილვა და, შესაბამისად, მუსლიმთა უფლებების უხეში დარღვევა, კვლავ განუსაზღვრელი ვადით ხანგრძლივდება, რითაც ირღვევა სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების პრინციპი.

ხელისუფლების მხრიდან მუსლიმთა ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას განგრძობითი ხასიათი აქვს. წლების განმავლობაში, მუსლიმები ხელისუფლების მიერ შექმნილი უკანონო ბარიერების გამო ვერ ახერხებენ ბათუმში სამლოცველოს აშენებას და მათ ამ დრომდე უწევთ ღია ცის ქვეშ შეკრება და ლოცვა. ხელისუფლებამ ყველა ბერკეტი გამოიყენა, რომ საქმე არსებითად დროულად არ გადაწყვეტილიყო და სასამართლო ინსტანციებში გასაჩივრების გზით საქმე 7 წლის განმავლობაში გააჭიანურა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კი ხელს უწყობს როგორც პროცესის გაჭიანურებას, ასევე მუსლიმის უფლებების სისტემური დარღვევის გაგრძელებას“.

სრულად...

წყარო: socialjustice.org.ge


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)