თბილისი.12 დეკემბერს, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, რიგით მეორე “იდეების აუქციონი” გაიმართება! „იდეების აუქციონი“ სახალხო დაფინანსების ცნობილი მეთოდია, რომელიც მცირე ზომის ჯგუფებს საკუთარი პროექტების პოტენციურ დონორებთან წარდგენასა და დონაციების ცოცხალ რეჟიმში შეგროვებაში ეხმარება. წელს, საკუთარ სოციალურ პროექტებს, სამი შერჩეული ჯგუფი წარადგენს და მათ განსახორციელებლად, აუდიტორიის მხარდაჭერის მოპოვებას შეეცდება.
აუქციონი ტარდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის” – ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)