en
ge

კომუნიკაციების კომისიის მიერ შემუშავებული გაიდლაინის შესახებ სამუშაო შეხვედრა

კომუნიკაციების კომისიის მიერ შემუშავებული გაიდლაინის შესახებ სამუშაო შეხვედრა

თბილისი. 26 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ და მედიის ადვოკატირების კოალიციამ გამართეს სამუშაო შეხვედრა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული გაიდლაინის შესახებ, რომელიც სიძულვილის ენას. ტერორიზმისკენ მოწოდებასა და უხამსობას ეხება. 

შეხვედრაზე, კოალიციის “მედია ადვოკატირების“ წევრებმა, მედიის თავისუფლებაზე მომუშავე სხვა ორგანიზაციებმა და მაუწყებლების წარმომადგენლებმა განიხილეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 55 (2)მუხლისა (სიძულვილის ენა და ტერორიზმისკენ მოწოდება) და 56 (1)მუხლის მე-3 პუნქტის (უხამსობა) აღსრულების სახელმძღვანელო პრინციპები. 

შეხვედრის მონაწილეები, დოკუმენტის შესწავლისა და პოტენციური რისკების იდენტიფირების შემდეგ, შეთანხმდნენ რეკომენდაციებზე, რომლებიც შემდგომში წერილობითი ფორმით გაეგზავნება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მაუწყებლების სახელით.

სრულად... 

წყარო: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023