თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს ახალი მონიტორინგის შედეგებს: „შავ სიაში შეყვანილი 4 კომპანიის მფლობელი ტენდერებს მეხუთე ახალი კომპანიით იგებს“.
პუბლიკაციაში ყურადღება გამახვილებულია ბიზნესმენ ალექსანდრე ბარათაშვილსა და მის კომპანიებზე. „ბიზნესმენმა ალექსანდრე ბარათაშვილმა სახელმწიფო შესყიდვების შავი სიას 4-ჯერ ზედიზედ უპრობლემოდ დააღწია თავი.
მას შემდეგ, რაც მისი 4 კომპანია ერთი მეორის მიყოლებით შავ სიაში მოხვდა, მან მეხუთე კომპანია დააარსა და რამდენიმე კვირაში სახელმწიფო შესყიდვებიდან ნახევარი მილიონი ლარის 7 კონტრაქტი მიიღო.
მის ყველა კომპანიას შესყიდვებიდან 4.5 მლნ ლარი აქვს მიღებული.“ - ნათქვამია განცხადებაში
წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)