იმერეთი. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ გამართა შეხვედრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და აქტიურ მოქალაქეებთან.
შეხვედრის მიზანი იყო იმერეთის რეგიონში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საჭიროებების კვლევის საფუძველზე მომზადებული დოკუმენტის გაცნობა და გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
შეხვედრა გაიმართა პროექტის ,,სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.
წყარო: ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)