შიდა
ქართლი. 7 ივნისს, საზოგადოება „ბილიკმა" სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის (USAID/PH
International) ფარგლებში
2012–2013 წლებში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
პრეზენტაციაზე საკუთარ აქტივობები შიდა ქართლის 8 სასკოლო სამოქალაქო კლუბმა წარადგინა. პროგრამის ფარგლებში სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრებმა არაერთი პრობლემა გამოავლინეს. მოგვარების მიზნით მოსწავლეთა მიერ ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვითა თუ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებით, ადგილობრივი მუნციპალიტეტის და არასამთავრობო სექტორის ხელშეწყობით ბევრი საკითხი დადებითად იქნა გადაწყვეტილი.
გაკეთდა მცირე საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებული პროექტების შედეგების პრეზენტაციაც. გასული ერთი წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში შიდა ქართლის მასშტაბით 14 პროექტი დაფინანსდა, რომლებიც სკოლის მოსწავლეთა ინიციატივებს წარმოადგენდნენ და ეხებოდა ადამიანთა უფლებებს, ჯანდაცვას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მედიასთან ურთიერთობას, სასკოლო სამოქალაქო კლუბის გაძლიერებას და სხვა.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში