სამცხე–ჯავახეთი. 11-15 ივნისს ბორჯომში ჩატარდა ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტისა (TDI) და ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის ერთობლივი საერთაშორისო-სასერტიფიკატო კურსის “რელიგიისა და რწმენის თავისუფლება ყველასთვის” დასკვნითი, ორი ორდღიანი სემინარი.
სემინარებს უძღვებოდნენ ოქსფორდის უნივერსიტეტის, ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიული ცენტრის, საერთაშორისო გამოცემა Forum 18-სა და TDI-ს წამყვანი ექსპერტები.
კურსი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში, ასევე რელიგიისა და რწმენის თავისუფლებაზე ოსლოს კოალიციის პროექტის ფარგლებში, ოსლოს უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა ნორვეგიულ ცენტრთან თანამშრომლობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
წყარო: ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)