en
ge

ქალთა გაძლიერება სოციალური განვითარებისთვის

 

თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42–ე მუხლი" ქალთა შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას იწყებს. ცნობიერების ამაღლების კამპანიები ქალთა უფლებების შესახებ საქართველოს 14 ქალაქში ჩატარდება. კამპანიის ფარგლებში ორგანიზაციის ტრენერები უფასო სემინარებს ჩაუტარებენ დაინტერესეულ ქალბატონებს და ასევე უფასო იურიდიულ კონსულტაციასაც გაუწევენ მათ. 
„პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საკუთარ რეგიონში ქალთა უფლებების რეალიზაციის პროცესში გარკვეული წვლილის შეტანა შეუძლიათ." – ნათქვამია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ–გვერდზე 
სხვადასხვა ღონისძიებები პროექტ "ქალთა გაძლიერება სოციალური განვითარებისათვის” ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.
წყარო: article42.ge

 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)