en
ge

თანატოლები თანატოლებისათვის

შიდა ქართლი. 13 აგვისტოს ასოციაცია „გორის ინვალიდთა კლუბთან" არსებულმა გორის ახალგაზრდულმა ცენტრმა, სოფელ ზემო ნიქოზში მოაწყო გორის ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობისლ პრეზენტაცია. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ცენტრის ახალგაზრდებს თანატოლებისათვის გაეცნოთ თავიანთი საქმიანობა და პროექტი – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში", რომლის ფარგლებშიც ისინი საქმიანობენ. ზემო ნიქოზში მცხოვრები ახალგაზრდები დაინტერესდნენ პროექტით და ზოგიერთმა მათგანმა სურვილი გამოთქვა აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად.
ღონისძიება განხორციელდა პროექტის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" – ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო: ორგანიზაციის გვერდის სოციალურ ქსელში




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)