19 ივლისს, სამხრეთ და აღმოსავლეთ
საქართველოს ზოგიერთი რაიონი ძლიერმა ქარიშხალმა, წვიმამ და სეტყვამ მნიშვნელოვნად დააზარალა. 20 000–ზე მეტი ოჯახმა დიდი დანაკარი განიცადა; მათ
სახლ–კარი და მოსავალი გაუნადგურდათ. დაინგრა გზები, მწყობრიდან გამოვიდა კომუნიკაციები
და
წყლის სისტემა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო ნაკვეთები, დაიღუპა საქონელი
და
განადგურდა მოსავალი. ადგილობრივ მცხოვრებთა თქმით, ეს იყო ყველზე უარესი ბუნებრივი
კატასტროფა, რაც კი მას ახსოვს.
ევროკომისია ყველაზე მეტად
დაზარალებულებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის € 118,590
ოდენობის დახმარებას გამოყოფს.
ეს დახმარება გაიცემა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების
მეშვეობით, რომელიც, თავის
მხრივ, წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო
ფედერაციების კომიტეტის
ბუნებრივი კატასტროფების დახმარების საგანგებო ფონდის (DREF)
დაფინანსებით მოქმედებს.