en
ge

პროექტის პრეზენტაცია ბაკურიანში

სამცხე–ჯავახეთი. 11 სექტემბერს, ბაკურიანში–  „ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებულ ახალგაზრდებს შორის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისა და განმტკიცების ხელშეწყობის" – პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტს „მრავალეროვანი საქართველოს" ახალგაზრდული კავშირი „ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის" დაფინანსებით ახორციელებს. 
პროექტის მიზანია საქართველოში უმცირესობებს მიკუთვნებულ წვევამდელთა და საშუალო სკოლის უფროსკლასელთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებისა და განმტკიცების ხელშეწყობა, ისევე როგორც ქართულ არმიაში მსახურობისადმი მათი ინტერესის გაჩენისა და ამაღლების ხელშეწყობა. პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე, ბაკურიანში ჩატარდება ორი სამდღიანი საინფორმაციო-შემეცნებითი ხასიათის სემინარი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების თემაზე, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებიდან მოწვეული ეთნიკურ უმცირესობებს მიკუთვნებული წვევამდელებისა და საშუალო სკოლის უმფროსკლასელებისათვის. 
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)