en
ge

ახალგაზრდული ფორუმი – „გაიცანი მეზობელი, რათა შეიცნო საკუთარი თავი“

თბილისი. 16–22 სექტემბერს თბილისში ჩატარდება ახალგაზრდული ფორუმი „გაიცანი მეზობელი, რათა შეიცნო საკუთარი თავი".
ახალგაზრდული ფორუმი უმასპინძლებს ახალგაზრდული კლუბების წევრ 60 აქტივისტს სომხეთიდან, ბულგარეთიდან, თურქეთიდან და საქართველოდან. 7 დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაიცნონ ერთმანეთი და გაუზიარონ საკუთარი ქვეყნის კულტურული ფასეულობები, ტრადიციები და მემკვიდრეობა და იპოვონ გზები მდგრადი თანამშრომლობისთვის.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან ქალთა ასოციაცია „თანხმობა" და ჰეიპერ სომხეთის წარმომადგენლობა, ფორუმი ორგანიზებულია „ახალგაზრდები რეგიონალური თანამშრომლობისა და განვითარებისთვის" პროექტის ფარგლებში, რომლის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი.
წყარო: ორგანიზაცია „თანხმობა"

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)