სამეგრელო. 25 სექტემბერს ასოციაცია „ათინათში" დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. ღონისძიებაზე „ორტუსის" 14 წევრი დაჯილდოვდა, რომლებმაც ორთვიანი სტაჟირების კურსი რადიო „ათინათში" წარმატებით დაასრულეს. ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები, ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები, მათ სერთიფიკატებთან ერთად ფასიანი საჩუქრებიც გადაეცათ.
სტაჟირების კურსი ჩატარდა პროექტ – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოშის" – ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამერიკის შეერთებეული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში