თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა. „ქუთაისის მერია არ ასრულებს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 სექტემბრის გადაწყვეტილებას ვიცემერის კოტე რატიანის სამსახურში დაუყონებლივ აღდგენის შესახებ".
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო მოუწოდებს თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობას დაუყოვნებლივ შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნულია, რომ კოტე რატიანის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას ადგილი არ ჰქონია და მისი სამსახურიდან გათავისუფლება ქუთაისის მერის მიერ უკანონოდ განხორციელდა", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში