en
ge

ეკობანაკი CENN-ის ბულაჩაურის მწვანე ცენტრში

ცხეთა–მთიანეთი. 12–19 აგვისტოს CENN-ის ბულაჩაურის მწვანე ცენტრში მოსწავლე–ახალგაზრდებისათვის ჩატარდა საგანმანათლებლო ეკობანაკი, რომლის მიზანი იყო მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საკითხებზე და ასევე მოქალაქეთა ჩართულობაზე ადგილობრივი თვითმმარველობის საქმიანობაში.
ეკობანაკის მონაწილეები შეირჩა კონკურსის – „ჩემი მწვანე ინიციატივა" – საფუძველზე, რომელიც გამოცხადებული იყო CENN-ის ეკობანაკების კურსდამთვრებული მოსწავლეებისათვის. კონკურსში მონაწილეობისათვის მოსწავლეებს საკონკურსოდ უნდა წარმოედგინათ ის გარემოსდაცვითი ინიციატივები, რომლებიც მათ CENN-ის ბანაკებში მიღებული ცოდნის საფუძველზე განახორციელეს.
ეკობანაკში მონაწილეობა მიიღო 20–მა მოსწავლემ ხელვაჩაურის, ქედას, ბორჯომის, ახალციხის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებიდან. ლექცია-სემინარების გარდა შედგა ექსკურსია გარემოს ეროვნული სააგენტოსა და ვაშლიჯვარის მეტეოსადგურში, სადაც მონაწილეები გაეცნენ ამინდის პროგნოზირების თანამედროვე სისტემის ფუნქციონირებას. აგრეთვე ჩატარდა ლაშქრობა ბულაჩაურის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ეკობანაკი ჩატარადა პროექტის „კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება" (CCADM) ფარგლებში, რომელსაც CENN საქართველოს 6 მუნიციპალიტეტში USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
წყარო: CENN

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)