en
ge

გარემოსდაცვითი გადაცემა „ეკოვიზია“

თბილისი. საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ეკოხედვამ/ECOVISION საერთაშორისო სასკოლო პროექტის SPARE (School Project for Application of Resources and Energy) ფარგლებში დაიწყო ახალი მედია პროექტი - ყოველკვირეული, საბავშვო, გარემოსდაცვითი გადაცემა „ეკოვიზია". „ეკოვიზიის" გადაცემები მიეძღვნება სხვადასხვა გარემოსდაცვით პრობლემას და წარიმართება საბავშვო თოქ-შოუს ფორმატში. ამასთან ერთად, თითოეულ გადაცემაში იქნება შემეცნებითი ნაწილი, გარემოსდაცვითი თამაში, სამეცნიერო ექსპერიმენტი და სტუდიის გარე სიუჟეტი. ყველა გადაცემას ეყოლება ბავშვებისათვის საყვარელი სტუმარი, რომელიც კონკრეტულ გარემოსდაცვით პრობლემაზე ისაუბრებს. გადაცემის მთავარი გზავნილია თუ როგორ შეუძლიათ ბავშვებს შეიტანონ თავიანთი წვლილი იმ დიდ საქმეში - რასაც გარემოს დაცვა ჰქვია. ამიტომაც გადაცემის დევიზია - ბავშვები მოქმედებაში!
ასევე „ეკოვიზიის" მიზანია მოიზიდოს ბავშვებისათვის საყვარელი მსახიობები, ტელეწამყვანები, მხატვრები და მუსიკოსები, რომლებიც გარემოსდაცვით პრობლემებს გაიზიარებენ და ბავშვებთან ერთად შეეცდებიან მოძებნონ ამ პრობლემების გადაჭრის გზები. საბედნიეროდ ჩვენს ინიციატივას უკვე ბევრი ცნობილი ადამიანი გამოეხმაურა. ისინი აღნიშნავენ რომ - „გარემოს დაცვა არჩევანი არ არის - ეს ყველას პასუხისმგებლობაა!’’.
გადაცემა „ეკოვიზია" ეთერში გავა ყოველ შაბათს, 2012 წლის 15 სექტემბრიდან, საბავშვო არხ ენკი-ბენკიზე. პროექტი თანადაფინანსებულია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ.
წყარო: CENN

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)