სამცხე–ჯავახეთი. 16 ოქტომბერს, ახალციხის ჯანდაცვის ცენტრში, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და განათლების ფონდის წარმომადგენლებმა თემაზე – ტუბერკულოზი იკურნება, ტრენინგი გამართეს. ტრენინგს ჯანდაცვის სპეციალისტები და არასამთავრობო სექტორის წევრები დაესწრნენ.
ფონდის ხელმძღვანელის განმარტებით, სტიგმა იმის შესახებ, რომ ტუბერკულოზი განუკურნებელი სენია, საზოგადოებაში დღეისათვის ისევ არსებობს და ამის გამო დასნებოვნებული ადამიანი უმეტეს შემთხვევაში გარიყულია. ტრენინგის მიზანს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.