en
ge

გამოფენა „გისოსებს გარეთ“

სამცხე–ჯავახეთი. 18 ოქტომბერს, ახალციხის ციხის საგამოფენო დარბაზში ყოფილი პატიმრების ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა მოეწყო.
„გისოსებს გარეთ" - ამ სახელწოდების გამოფენა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ასოციაცია „ტოლერანტის" ორგანიზებით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში" ფარგლებში გაიმართა.
ნაქარგი ხატები, თექით შესრულებული სხვადასხვა ნამუშევრები, ნახატები, ხის ნაკეთობები, სამკაულები - გამოფენა-გაყიდვაზე 80-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, რომლებზეც ავტორები ხუთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ.
გამოფენა-გაყიდვას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, ევროკავშირის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც წლების განმავლობაში საპატიმროებში მუშაობენ.

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)